LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის გოგონას ემოციური ფოტო, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა (ფოტო)

148

პატარა ინდი უორნერი ღვიძლის უმძიმესი პათოლოგიით დაიბადა. ის 7 თვის იყო, როცა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარეს. რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ გოგონა თავს კარგად გრძნობს. ამჯერად ის 4 წლისაა და ცუდ მოგონებებთან მხოლოდ ნაიარევი აკავშირებს. ინდის მშობლებმა, მეთმა და კაილიმ გადაწყვიტეს ამ ურთულესი ბრძოლის ამსახველი ისტორია ფოტოებით გადმოეცათ.

მეთის მიერ გადაღებულ ფოტოებზე 4 წლის ინდი მოკრივეს ფორმაში პოზირებს და მის სხეულზე ჩანს ოპერაციის შედეგად დარჩენილი ნაიარევი. როგორც მშობლები ამბობენ, ისინი ამით მადლობას უხდიან დონორის ოჯახს, რომელმაც მათი შვილი სიკვდილისგან ისხნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები