LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 მილიონი გამარჯვებისთვის: რეალმა პრემია დაადგინა

112

მადრიდის ”რეალის ” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პრემიებისათვის 40 მლნ ევროს გამოყოფს იმ შემთხვევაში, თუკი გუნდი ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის გამარჯვებული გახდება.

1,5 მლნ ევროს მიიღებს ძირითადი გუნდის 24 ფეხბურთელი, 2 მლნ ევროს ზინედინ ზიდანი. ასევე 2 მლნ ევრო გადაეცემათ სამწვრთნელო შტაბის წევრებს და აკადემიის იმ მოთამაშეებს, რომლებიც გუნდის ”ბ განაცხადში” იქნებიან. პრემიას მიიღებს დამხმარე პერსონალიც.

ამ დროისათვის ”რეალსა” და ”ბარსელონას” თანაბარი ქულები აქვთ მოგროვილი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, თუმცა მადრიდელებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში ”რეალმა” 3:0 დაამარცხა თანაქალაქელი ”ატლეტიკო”. უკანასკნელად ”სამეფო კლუბმა” ოქროს დუბლი 1957/58 წლების სეზონში შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები