LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-8 კვირის განმავლობაში გრიპით ავადობა მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს

120

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული A ტიპის H3 ვირუსის პირველი შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.  გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე, როგორც საქართველოში ასევე ევროპაში, ის მთავარი მოცირკულარე ვირუსია. მისი თქმით, 5-8 კვირის განმავლობაში, გრიპით ავადობა მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს, დაახლოებით 2-3 კვირაში კი ვირუსი თბილისის გარდა, რეგიონებშიც გავრცელდება.

 ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსი. მიუხედავად იმისა, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა,  ხშირ შემთხვევაში  ყოველგვარი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების გარეშე იკურნება.  ძალიან იშვიათია, რომ პაcიენტის ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო, ან პროცესი ლეტალურად დასრულდეს.” – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

წელს სახელმწიფომ, მსგავსი ტიპის ვირუსებისთვის, 20 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით,  იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს და დღეის მდგოამრეობით ვაქცინის 70%-ია გამოყენებული. ის განსაკუთრებით მაღალი რისკის კატეგორიის პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ვაქცინის დოზები სამ წლამდე ბავშვებში და მოზრდილებში განსხვავებულია, დოზას ექიმი თავად განსაზღვრავს.

23234თერაპევტი მაია ჭანტურია, მოსახლეობისთვის, გრიპის გამოვლინების შემთხვევაში, რეკომენდაციებს გასცემს. მისი განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირებული ადამიანები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოერიდონ და სახლში დარჩნენ. ექიმი ამბობს, რომ გრიპი მაღალი სიცხით, თავის ტკივილით, შემცივნებით ან ფაღარათით გამოვლინდება. დავირუსებულმა ადამიანებმა დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღონ და ოჯახის ექიმს მიმართონ.  მაია ჭანტურია, მოსახლეობას პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვისა და ხშირი ხელების დაბანისკენ მოუწოდებს. ექიმის განმარტებით, ვაქცინაცია პაციენტებს ცივი პერიოდის, ანუ გრიპის გამოვლინებამდე პერიოდში უნდა გაუკეთდეს.

 

”ვაქცინა ბავშვებისთვის და ხანში შესული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს, მათ ინფექციური დაავადებები რთულად გადააქვთ.”  – აცხადებს თერაპევტი. 

თერაპევტის მსგავსად, ჰიგიენისა და ხელების სისუფთავის დაცვას ურჩევს მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, დავით სერგეენკო. მისი განცხადებით, „გრიპის ვირუსის ეპიდემიის ნიშანწყალი არ არსებობს“, თუმცა გაზაფხულ-შემოდგომის სეზონზე გააქტიურებულ გრიპის ვირუსზე რეაგირებისთვის, ჯანდაცვის სისტემა მზად არის.

გარდა A ტიპის H3 ვირუსისა ერთდროულად სხვადასხვა რესპირატორული ვირუსებიც იჩენს თავს. მათ შორის, პარაგრიპი და რინოვირუსები, თუმცა მედიკოსები გართულებებს არ ელოდებიან.

 

ავტორი ხატია ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები