LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 დღე, 50 დავალება – თამაში, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება

235

სამართალდამცველები, ჯერ-ჯერობით, არ ადასტურებენ, რომ თბილისში მომხდარი სუიციდის მცდელობა საშიშ ონლაინთამაშს უკავშირდება, რომელზეც მსოფლიო მედია რამდენიმე თვეა, წერს. შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ თემქაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. რატომ სცადა 12 წლის გოგომ თავის მოკვლა, გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

დაშავებული გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული.

თბილისში სუიციდის მცდელობისა და ონლაინთამაშის შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

 

თამაში, რომელზეც რამდენიმე თვეა, მედიასაშუალებები წერენ

 

“თვითმკვლელი თამაში” რუსეთში შეიქმნა. „ბიბისი“ წერს, რომ რუსული მედია რამდენიმე გოგონას გარდაცვალებას სწორედ ამ თამაშს უკავშირებს.

 „ბიბისის“ ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში თამაშმა სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლა, ირკუტსკში 15 წლის იულია კონსტანტინოვა და 16 წლის ვერონიკა ვოლკოვა საკუთარი სახლების სახურავებიდან გადმოხტნენ, ერთ-ერთმა მათგანმა თვითმკვლელობამდე „ფეისბუქზე“ თამაშის სიმბოლო დაპოსტა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სუიციდი სცადა 13 წლის ეკატერინამაც, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებებით კრასნოიარსკის საავადმყოფოში მიიყვანეს.

თუმცა, პოლიცია არცერთ შემთხვევას ონლაინ-თამაშს ოფიციალურად არ უკავშირებს და ამბობენ, რომ შესაძლოა, გოგონებზე სოციალურ ქსელში ვინმესთან საუბარმა მოახდინა ძლიერი გავლენა.

The Sun-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში პოლიციამ გააფრთხილა მშობლები, ყურადღებით ყოფილიყვნენ შვილების სოციალურ ქსელებში აქტივობასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, პოლიციის წარმომადგენლები ამის შესახებ “ტვიტერსა” და “ფეისბუქზე” წერდნენ.

 

„ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ, რომ თამაშის არსებობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა რუსეთში მედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ პანიკა გამოიწვია.

„თამაშის“ დასაწყებად, სოციალური ქსელების მომხმარებლები სტატუსად წერენ სპეციალურ ჰეშთეგს, რომლის საშუალებითაც მათ „კურატორი“ უკავშირდება. როგორც წესი, „კურატორებს“ სოციალურ ქსელებში აქვთ ყალბი ექაუნთები, მათი იდენტიფიცირება რთული, ან შეუძლებელია.

„კურატორი“ თამაშის მონაწილეს, თავდაპირველად, უხსნის წესებს : „არავის უამბო თამაშის შესახებ“, „ყოველთვის შეასრულე დავალება, როგორიც არ უნდა იყოს“, „შეუსრულებელი დავალების გამო სამუდამოდ გახვალ თამაშიდან და ეს შენთვის ცუდ შედეგებს მოიტანს“.

შემდეგ „კურატორი“ იძლევა დავალებას. როგორც წესი, მოთამაშეს 50 დღის განმავლობაში 50-მდე დავალების შესრულება უწევს. ორმოცდამეათე დღეს კი მას თვითმკვლელობას ავალებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები