LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9-15 მაისს ორი ავტორის ფესტივალი გაიმართება

52

დმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას 9-15 მაისის ჩათვლით მოისმენთ. ფესტივალი 9 მაისს ოპერის თეატრში გაიხსნება. ამ დღეს შოსტაკოვიჩის სიმფონია #5 შესრულდება, საინტერესოა, რომ მუსიკალური ღონისძიების გახსნას დაესწრება დმიტრი შოსტაკოვიჩის მეუღლე. ასევე წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის „სევდა ნათელი“.

კონცერტებში მონაწილეობენ, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი, სოლისტები:„ ალექსანდრე სადუნიშვილი და აკაკი კერესელიძე, დირიჟორი, კახი სოლომნიშვილი.

ფესტივალის ბილეთები იყიდება საიტზე: biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები