LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მანქანა, 6 ნახატი, რამდენიმე ბინა და 10 მილიონზე მეტი უცხოურ ბანკებში – როგორია კახა კალაძის ქონება

1925

9 ავტომობილი, 6 ფერწერული ტილო და 10 მილიონზე მეტი დოლარი, რომელიც უცხოური ბანკების ანგარიშებზე აქვს – ეს არასრული სიაა იმ ქონების, რასაც დედაქალაქის მილიონერი მერი კახა კალაძე ფლობს.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2017 წელს ილია ჭავჭავაზის გამზირზე 160 ათას დოლარად შეიძინა ორი ბინა, რომლის საერთო ფართობი 200 კვადრატული მეტრია. ბინის 100%-ის წილის მფლობელი თავადაა. გარდა ამისა, ამავე მისამართზე ფლობს ორ ავტოფარეხს, რომელიც ჯამში 14 ათას დოლარად შეიძინა.

კახა კალაძის საკუთრებაა ასევე ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 367.6 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა.

დედაქალაქის მერს 2012 წელს აჩუქეს სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, დაბა წყნეთში აგარაკი და მიწის ნაკვეთი და თბილისში 396 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა და ავტოფარეხი.

კალაძემ 2006 წელს შეიძინა 20 000 ლარად დაბა ბაკურიანში 3031 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი. 2012 წელს კი წყნეთში  298 000 დოლარად შეიძინა 1139 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, თბილისის მერი ფლობს უკრაინაში, კიევში  ბინასა და მიწის ნაკვეთს.

რაც შეეხება მერის ავტოპარკს, მისი საკუთრებაა 2017 წელს 40 ათას დოლარად შეძენილი „მერსედეს ბენც ვიანო“, 2017 წელს 40 ათას ევროდ შეძენილი მინი კუპერი. ხოლო მისმა მეუღლემ 2017 წელს 70 ათას დოლარად შეიძინა „ტოიოტა ლანდ კრუიზერ 200“. გარდა ამისა დედაქალაქის მერის საკუთრებაა 50 ათას ევროდ შეძენილი „ფიატი“ და 20 000 ევროდ ნაყიდი „ჰარლი დევიდსონ ბობერი“.

ყველაზე ძვირი კალაძეს „ფერარის“ ყიდვა დაუჯდა და 2010 წელს მასში 360 ათასი ევრო გადაიხადა.  2006 წელს კი „ბენტლი კონტინენტალში“ 135 ათასი დოლარი გადაიხადა.

დედაქალაქის მერს „ინტეზა სან პაოლოს“ ანგარიშზე აქვს 4 500 000 დოლარი, ხოლო Jiulius baer-ში 3 700 000 ევრო.  საქართველოში მდებარე ბანკებში კი მისი ანგარიშები ძირითად შემთხვევაში 1000 ლარს არ სცდება.

კალაძეს ქველმოქმედების სახით გასულ წელს გაღებული აქვს 350 000 ლარი. შვილების სწავლისთვის გადაიხადა 20 ათას დოლარზე მეტი.

ერთადერთი მონაცემი, რასაც კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია არ შეიცავს, ეს არის ინფორმაცია მისი  ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდებისა  და გასულ წელს მიღებული ფასიანი საჩუქრის შესახებ.

დედაქალაქის მერს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები