LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანას ინციდენტი მოჰყვა

100

აჭარაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანის დროს „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრებს სცემეს, მათ შორის ბონდო თედორაძეს და ნოდარ დუმბაძეს. ნაცემებს პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ გაუწია.

ქაფურის ხეების ციხისძირიდან ბარჟამდე გადატანას „ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებდა. ადგილზე მათ „ქართული ოცნების” აქტივისტები დახვდნენ.

მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ისინი კონფლიქტში არ ჩარეულან. სამართალდამცველებს ინციდენტის შედეგად არავინ დაუკავებიათ.

ხის გადატანის გამო ციხისძირის მონაკვეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები