LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის რეკლამა წელს პირველად Deutsche Welle-ს ეთერით გადაიცემა

68

BBC-სა და ევრონიუსის შემდეგ, აჭარის რეკლამა წელს პირველად ტელეკომპანია Deutsche Welle-ს ეთერით გადაიცემა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსოფლიოს გარშემო, 195 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, გარდა აჭარის სატელევიზიო რეკლამისა, 2 ივნისიდან 9 ივნისამდე „დოიჩე ველეს“ სატელევიზიო, სამოგზაურო ჟურნალი Check-in Meet a local მაყურებლებს აჭარაში ამოგზაურებს. გადაცემის ჟურნალისტმა ელიზაბეტ კოეტერმა ბათუმელ კოკა მეგრელიძესთან ერთად ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, ქედის ვენახებში იმოგზაურა. მის ობიექტივში ასევე მოხვდა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასი და ქართული ფოლკლორი.

„მაისიდან დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა ”დოიჩე ველესთან”, რაც ნიშნავს რომ ტელეკომპანიის მილიონობით მაყურებელი ეცნობა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს. მნიშვნელოვანია ის, რომ ”დოიჩე ველეს”, აქტიურად უყურებენ პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, ზოგადად საქმიანი წრეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც დაკავებულები არიან ტურების მომზადება-გაყიდვით ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს შესახებ. გერმანია და დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის ახალი ბაზრებია და ამიტომ აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოტენციურ ტურისტებს ჩვენი ტურისტული პროდუქტების შესახებ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

შეგახსენებთ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას გერმანიაში მეორე წელია ანხორციელებს. სატელევიზიო რეკლამის გარდა, რეგიონის პოზიციონირება ამ ეტაპზე ფრაქნფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობს, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლები ვიზიტორებს საქართველოსა და აჭარას აცნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები