LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ბექა ხახუბია ტრაილერამდე ევაკუატორს დაეჯახა

158

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის არსებით განხილვაზე საქმეში არსებული ბოლო ვიდეო ჩანაწერი შეისწავლეს. 106 და 107 ბორტის ჩანაწერში დევნის ოპერაციაა აღბეჭდილი. დაცვის განცხადებით, ტრაილერის ადგილმდებარეობა მოწმობს, რომ გზა სრულად არ იყო დაკეტილი და ხახუბია ჯერ ევაკუატორს, მერე კი ტრაილერს დაეჯახა. ადვოკატების თქმით, პატრულის თანამშრომლები კანონის და არსებული სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ და ეს ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება.

მომდევნო პროცესზე, რომელიც 20თებერვალს ჩაინიშნა, მოწმეების დაკითხვა განახლდება.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, თუმცა 11 აგვისტოს სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულებმა მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები