LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია, რომელიც 2017 წელს ირაკლი ხახუბიას ოჯახში მოხდა – ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა

1084
beqa da irakli

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი,  „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ხახუბია გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ნახეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა.

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ირაკლი ხახუბია წერდა:

„2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად გარდაიცვალა ჩემი შვილი ბექა ხახუბია. მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი.

ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება – მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას. “ – წერდა ირაკლი ხახუბია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები