LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატის შვილის გარდაცვალების საქმე – სასამართლომ ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს პატიმრობა შეეფარდა

266
patruli_xaxubia_xabelashvili

პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება ცნობილია.

სასამართლომ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო, საპატრულო პოლიციის მეორე თანამშრომელს, ზურაბ რუსიშვილს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვის ვადით ხოლო, მესამეს – გია სადაღაშვილს 2 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებოდათ.

21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2017 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით სატვირთოს შეეჯახა.

პოპულალურები