LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში დაღუპული გმირების თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის – პრეზიდენტი

63

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვით, ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ, ცოტათი მაინც შემსუბუქდება. პრეზიდენტი მადლობას უხდის მათ, ვისი ძალისხმევითაც აფხაზეთში დაღუპულები ჩამოასვენეს.

„დღეს მშობლიურ მიწას საბოლოოდ მივაბარეთ 25 გმირი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობასა და თავისუფლებას.

მათი თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის.

ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა და ძალისხმევა არ დააკლო, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო.

მიხარია, რომ ამ ჰუმანური აქტით ის დიდი ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია ცხოვრობენ ცოტათი მაინც შემსუბუქდება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები