LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მეკარე მეტოქეს შეეჯახა და გარდაიცვალა

77

ახალგაზრდული გუნდის ფინელი მეკარე მოედანზე მეტოქესთან შეჯახების შემდეგ დაიღუპა.
გოლკიპერი საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ახალგაზრდული გუნდების ”პაროლან ვიზანსა” და ”ჰუივინკაან პალოსეურას” შორის შეხვედრა კვირას გაიმართა. ერთ-ერთ ეპიზოდში ”ჰუივინკაანის” მეკარე მეტოქეს დაეჯახა და მოედანზე დაეცა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მომდევნო დღეს გარდაიცვალა. მატჩი ორივე გუნდის ინიციატივით აღარ დაასრულეს.

გარდაცვლილის ოჯახის სურვილით, მისი სახელი არ ხმაურდება. ასევე არ არის ცნობა იმის თაობაზე, სიკვდილის მიზეზი შეჯახება გახდა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სხვა სახის პრობლემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები