LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

91

ახალი ბულვარის მთლიან პერიმეტრზე სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალ ბულვარში ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების გასხვლა-გაცელვის, ნიადაგის გაფხვიერების, გაკრეჭა-დაბარვის, ფილაქნების სარეველებისაგან გაწმენდითი სამუშაოები ტარდება.

პარალელურად ახალ ბულვარში მიმდინარეობს დაზიანებული ფილების აღდგენა. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

“ფორტუნას” აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ჯერ–ჯერობით, არ არის ცნობილი რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტში ამ სამუშაოებისთვის. თანხის ოდენობა სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება საჯარო.

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის ბულვარის დირექტორთან ეთერ მაჭუტაძესთან ერთად ახალი ბულვარის მთლიან პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათავლიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ზურაბ პატარაძემ და რამაზ ბოლქვაძემ მარადმწვანე მაგნოლიისა და მუხის ხის ნერგების დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.

“ერთი კვირაა რაც ბულვარს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. ბულვარის ტერიტორიას უკვე დაეტყო მისი ხელი. როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეთერს. დღეს მეც მომეცა საშუალება პირადად დამერგო რამოდენიმე ხის ნერგი. ვფიქრობ ყველა ბათუმელი ჩაერთვება ამ სასიკეთო პროცესში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოუაროს ბულვარს და მაქსიმუმი გავაკეთოთ. უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი პროექტი არ დაიწყება მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმების გარეშე” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები