LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

79

1 ნოემბერს Pobeda Airlines როსტოვი-თბილისის-როსტოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

Pobeda Airlines, „აეროფლოტის“, „სიბირისა“ და „ურალის ავიახაზების“ შემდეგ მეოთხე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda რუსული აეროფლოტის ჯგუფის წევრია. კომპანიის მფლობელობაში ამ დროისთვის 12 ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდი შედის და ის რეგულარულ ფრენებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.

 

პოპულალურები