LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ფინანსური ორგანიზაცია: რა ფუნქციები ექნება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს?

51

საპარტნიორო ფონდი ახალ ფინანსურ ორგანიზაციას – ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს აფუძნებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ძალაშია. ცვლილება დაზღვევისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონებში შევიდა. ახალი სააგენტო ექსპორტით დაკავებული კერძო კომპანიებისთვის გარანტიების გაცემას და დაზღვევას განახორციელებს.

გარანტიები გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე ან ფორსმაჟორულ, ეკონომიკურ, კომერციულ (მათ შორის საკრედიტო) და სავალუტო რისკებზე. ამასთან, გარანტიის და დაზღვევის მოპოვება შეეძლება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კრედიტორს.

სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, გასცეს კრედიტი, აწარმოოს ფაქტორინგული ოპერაციები, იკისროს თავდებობა, სოლიდარული თავდებობის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები