LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი მემარჯვენეები” პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს ასახელებენ

59

2018 წლის არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

როგორც კაციტაძე აღნიშნავს, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„ვფიქრობთ, პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ცნობადობა, გამოცდილება, უნარები და შესაფერისი ჩვევები. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საუკეთესოა გიორგი მარგველაშვილი. ეს არის ჩვენი პოზიცია.

თუ თვითონ არ უნდა და მას სხვა ხედვები აქვს, მისი ნებაა. ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ექნება პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრს,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

პოპულალურები