LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები – შოთაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე

42

„გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახი ინფორმირებულია,“ – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შოთაძის თქმით, პროკურატურა გამოძიების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მიაწვდის.

„გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილების ოჯახი. საგამოძიებო მოქმედებებზე, მას შემდეგ, რაც ამოიწურება, საქართველოს პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად და მას შემდეგ, რაც დასრულდება, მივაწვდით ყველას ინფორმაციას,“ – განაცხადა შოთაძემ.

გასული წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები