LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია – ლევან კობერიძე

89

“პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ამას პოლიტიკური ინტრიგნობა ჰქვია,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან კობერიძემ, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გააკეთა.

ლევან კობერიძე პრეზიდენტის ვეტოს არაკონსტუქციულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ, თუ ასე გაგრძელდება, პრეზიდენტი თავის ვეტოსთან ერთად  მარტო დარჩება.

“ფაქტობრივად მოგვიწოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაეწყვიტა საქართველოს კონსტიტუციის ბედი და ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან იყო ძალიან არაკონსტრუქციული ნაბიჯი,“ – აცხადებს ლევან კობერიძე.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით, უბრუნებს.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს 117 ხმით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები