LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.. პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

366
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა“.

„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.

როგორც 2022 წლის 22…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Friday, 6 October 2023

 

 

პოპულალურები