LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა მხატვარმა დონალდ ტრამპი გააშარჟა

50

ამერიკელმა მხატვარმა, ჯონ მაკნოტონმა ემანუელ ლოიცეს ცნობილი ტილოს მიხედვით, შექმნა ნახატი, რომელზეც ჯორჯ ვაშინგტონისა და მისი გუნდის ნაცვლად, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთადაა გამოსახული.

მხატვარმა ნახატი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნამუშევარზე გამოსახულნი არიან: აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, ქვეყნის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი, პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და ამერიკის ხელისუფლების სხვა მარალჩინოსნები.

ჩემი ახალი ნახატი – „ჭაობის გადაკვეთა“- დაწერა მხატვარმა ჯონ მაკნოტონმა.

ემანუელ ლოიცემ ცნობილი ტილო „ვაშინგტონი დელავერს კვეთს“ 1815 წელს შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები