LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე დონალდ ტრამპი 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდას დათანხმდა

136
BeFunky-collage - 2023-08-22T013155.448

ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდას დათანხმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

განკარგულება უკრძალავს ტრამპს საქმის შესახებ „პირდაპირ ან ირიბ“ კომუნიკაციას რომელიმე თანაბრალდებულთან ან საქმის მოწმესთან.

„ბრალდებულმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება იმისათვის, რომ დააშინოს რომელიმე პირი, რომელიც მისთვის ცნობილია, როგორც თანაბრალდებული ან მოწმე ამ საქმეში, ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას“, – ნათქვამია განკარგულებაში.

98-გვერდიანი საბრალდებო დოკუმენტი 41 პუნქტს მოიცავს და 20 წლიან სასჯელს ითვალისწინებს.

საგულისხმოა, რომ 15 აგვისტოს, ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 19 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო ბრალი წაუყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები