LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო

228
BeFunky-collage - 2023-05-10T002639.287

აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო.

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, ტრამპმა კეროლი 1996 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის გასახდელ კაბინაში სექსუალურად შეავიწროვა და მისთვის დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.

ასევე, ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

კეროლის მტკიცებით, ტრამპმა მას საჩუქრის ყიდვაში დახმარება და ქალის თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა, რის შემდეგაც, გასახდელში შეჰყვა და მასზე იძალადა.

ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დანაშაულის შესახებ 2019 წელს განაცხადა. ტრამპმა ბრალდება უარყო და ქალს მატყუარა უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები