ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპატიმრებისას ფულტონის ციხეში გადაღებულ ფოტოს, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეხმაურება და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „სიმპათიური ბიჭია“.
„ტელევიზიით ვნახე ფოტო, სიმპათიური ბიჭია“, – ამბობს ბაიდენი.
დონალდ ტრამპი 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შეგახსენებთ, ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.
ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.