LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტზე მცირეოდენი ეჭვიც კი დააფრთხობს ინვესტორებს – ზურაბ ჭიაბერაშვილი

94

მცირეოდენი ეჭვის გაჩენაც კი მთავრობის მხრიდან, ანაკლიის პორტთან დაკვშირებით, დააფრთხობს ინვესტორებს და ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ანაკლიის კონსორციუმს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

“ეს უბრალოდ კონკრეტულ პროექტზე კი არ არის ლაპარაკი და იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა როგორც ლოგისტიკური ჰაბი ვერ განვითარდება. პრობლემა იმაშია, რომ 2-3 წელიწადში სხვადასხვა მთავრობის მიერ აი ესე დიამეტრალურად საწინააღმდეგო განცხადებების კეთება ქვეყანას უკარგავს სანდოობას და რა თქმა უნდა, ინვესტორებს ამყოფებს ეჭვის ქვეშ და ჩვენს ქვეყანას დღეს ინვესტიციები ჰაერივით სჭირდება.

რა თქმა უნდა, კვირიკაშვილთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ დიდი უთანხმოება ივანიშვილთან მას ჰქონდა სწორედ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაგრამ ამის დადასტურება დღეს არავის არ შეუძლია, მაგრამ ის, რომ ეკონომკის მინისტრმა მცირეოდენი ეჭვიც კი გააჟღერა დღეს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ეს ჩემი აზრით, უკვე სამწუხაროა და ზიანის მომტანი,”- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ქობულიას განმარტებით, ანაკლიის პროექტზე საუბრისას მას მხედველობაში ჰქონდა არა საკუთრივ ანაკლიის პროექტის გადახედვა, არამედ საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბისა და ლოჯისტიკური კორიდორის სტრატეგიის გადახედვა.

როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კონტექსტში გადასახედია პორტების, რკინიგზის და ავტოტრანსპორტის კომპონენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები