LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანექსიის პოლიტიკა, უკანონო დაკავებები, ქართველების დისკრიმინაცია, იზოლაცია – სუს-ი ოკუპაციაზე

89

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს.”

სუს-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოკუპანტების მიერ ხორციელდება არაფორმალური ანექსიის პოლიტიკა და ეს პროცესი ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება:

“რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაცია, უკანონო დაკავებები და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.”

დოკუმენტში ასევე საუბარია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც, სადაც აღნიშნულია რომ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დადებული „მოკავშირეობის“ ე.წ. შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები,”-აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები