LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

93

Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანია Apple Inc-თან, რათა საქართველოს მომხმარებლებისთვის კომპანიის მიერ სრულყოფილი მომსახურება იქნეს გაწეული და საქართველო შეყვანილი იქნეს კომპანიის მიერ მხარდაჭერილი ქვეყნების ჩამონათვალში. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Apple Inc-ს შორის ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებების შედეგად პირველ ეტაპზე Apple Inc-მა გახსნა მომსახურებები ქართველი iOS დეველოპერებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ შექმნან საკუთარი ანგარიშები App Store-ზე აპლიკაციების განთავსებისთვის.

დღეისთვის iOS 11-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია Apple Inc-ის მოწყობილობების და iOS ოპერაციული სისტემის ქართველი მომხმარებლებისთვის.

”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებებს კომპანია Apple Inc-თან და ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერიოდში კომპანიის მომსახურებები სრულყოფილად იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, რაც ქართველ მომხმარებლებს და დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ Apple Inc-ის პროდუქტებისა და სერვისების სრული სპექტრი. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას”, -აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები