LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაკეთილმოსურნეებს გთხოვთ გააგრძელოთ ნერვიულობა” – რატომ არ გავიდა “ვასმედია” ეთერში

123

სატირულ-იუმორისტული შოუს “ვასმედიას” მორიგი გადაცემა ტელეკომპანია “იმედზე” პარლამენტის თავმჯდომარეზე ხუმრობის შემდეგ კვირას ეთერში აღარ გავიდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაცემა სწორედ ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო შეწყდა.

მოგვიანებით, გადაცემის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა 14 ოქტომბერს ეთერში დაბრუნდება.

“ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

“ფორტუნა” გადაცემის ერთ-ერთ პროდიუსერს, გვანცა გორდეზიანსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაცემის დროებით შეწყვეტა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა და მის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“იყო პატარა პრობლემა, რომელიც ახლა უკვე მოგვარებულია, კვირას ჩვეულებივ ეთერში, რამდენიმე რუბრიკა დავამატეთ და ტექნიკური ხარვეზი გავასწორეთ. სხვა არანაირი პრობლემა არ გვქონია და გავრცელებული ინფორაციაც არ შეესაბამება სიმართლეს,”- განაცხადა გვანცა გორდეზიანმა.

საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დღეს ირაკლი კობახიძესაც ჰკითხეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას ფლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები