LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-დან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს

81

აშშ-მ, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, 35 რუსი დიპლომატი გააძევა ვაშინგტონიდან და სანფრანცისკოდან, რუსეთის წინააღმდეგ კი ახალი სანქციები დააწესა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სანქციები წინასაარჩევნო კიბერთავდასხმების საქმის გამო დაწესდა, აღნიშნულში ამერიკა რუსეთს ადანაშაულებს.

მოსკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადეკვატურ პასუხს გასცემს.