LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს” – ედგარს რინკევიჩი

152
fot (6)

„საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს”, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვებგვერდზე ავრცელებს.

ამასთან, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს რეფორმების განხორციელებასა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის რეკომენდაციების შესრულებაში მეტი პროგრესისკენ მოუწოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები