LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

178
Capture

დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთთან დაკავშირებულ ასობით ადამიანსა და ერთეულს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებენ.

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათ შორის მარია ზახაროვას. საერთო ჯამში სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და 200 იურიდიული პირი მოხვდა.

შეზღუდვებს დაექვემდებარა „პოჩტა ბანკი“, სრულიად რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკი და ბანკი „რუსკი სტანდარტი“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე.

აშშ-ის სანქციები ასევე შეეხო ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძმისშვილს, იაკუბ ზაკრიევს. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ 12 რუსული და ერთი უზბეკური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და დრონების წარმოების ხელშეწყობისთვის.

აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა.

სანქციების დაწესებამდე კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთისგან ამგვარი ნაბიჯების გადადგმას უკვე ელოდა, მაგრამ ასევე დაამატა, რომ ასეთი სანქციები დასავლეთის ინტერესებს უფრო აზიანებს, რადგან რუსული ეკონომიკა მათ მიმართ მარტივად ადაპტირებადია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები