LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს მორიგი ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

96

ქარიშხალ ჰარვის შემდეგ ამერიკის სამხრეთ სანაპიროს კიდევ ერთი შტორმი, სახელად ირმა, ემუქრება. სინოპტიკოსების პროგნოზით ის წყნარი ოკეანის თავზე ყალიბდება და თანდათან ძლიერდება. მსგავსი ტიპის ქარიშხალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ინტენსიურია.

ქარიშხალი ირმა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჯერ კარიბის კუნძულებს, შემდეგ კი შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროს მიუახლოვდება.

ჰარვიმ კი ტენესის თავზე გადაინაცვლა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა დასახლებები, ქარმა კი ხეები წააქცია.

ბოლო მონაცემით ტეხასში ჰარვიმ 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები