LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2024 წლიდან კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის

128
11

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული „ქართული ღვინის ფორუმის“ ფარგლებში, ქალაქ ჰიუსტონში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ვიცე-პრეზიდენტს პოლ იანონს შეხვდა. მხარეებმა 2023 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და 2024 წლის მარკეტინგული სტრატეგია განიხილეს.

თამთა ყველაიძის თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებთან ერთად მომხმარებელზე ორიენტირებულ იმ მედიაკამპანიებსაც გააძლიერებს, რომლებიც ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაზეა გათვლილი. თანამშრომლობა ისეთ წამყვან მედიაჰოლდინგებთან და გამომცემლობებთან იგეგმება, როგორებიცაა CNN, Wine Enthusiast, Wine&Spirits Magazine, The New York Times და სხვა.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Colangelo & Partners“, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.