LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტებმა ქარიშხლით დაზარალებულებისთვის 31 მილიონი შეაგროვეს (ვიდეო, ფოტო)

115

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ქარიშხლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ბარაკ ობამამ, ჯორჯ ვაშინგტონ ბუშმა, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ჯიმი კარტერმა, დაზარალებულებისთვის 31 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს.

სამი დემოკრატის და ორი რესპულიკელის მიერ შეგროვებული თანხა ქარიშხლების, “ირმას”, “მარიას” და “ჰარვის” შედეგად დაზარალებულებს გადაეცემათ.

ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: “ჩვენ გვაქვს უფრო მეტი სიყვარული, ვიდრე წყალი”.

ყოფილ პრეზიდენტებს არ შეუერთდა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დამწრე საზოგადოებამ მხოლოდ მის ვიდეომიმართვას მოუსმინა.

საღამოს ესწრებოდა ასევე ცნობილი მომღერალი ლედი გაგა, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა და მისი ცნობილი ჰიტიც შეასრულა.

“აი რატომ მიყვარს ამერიკა… და ლედი გაგა”, – წერენ ამერიკელები სოციალურ ქსელებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები