LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატმის ექსპორტი 69%-ით გაიზარდა

76

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატმის ექსპორტის ზრდაზე აცხადებს. 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7,784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 3 მილიონ დოლარს შეადგენს. 2016 წელს სეზონზე მხოლოდ 5,800 ტონა ატამი იყო გატანილი.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (78%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11%), სომხეთის რესპუბლიკაში (5%), ასევე ყაზახეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები