LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატმის ექსპორტზე გატანა მარტივდება

56

კახეთში ატმის კრეფის სეზონი იწყება, რომლის შეუფერხებლად ჩატარების საკითხზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ხილის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებს, ექსპორტიორებსა და ფერმერებს შეხვდა.

მინისტრი ამბობს, რომ ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისათვის, რომ წელს ატმის მოსავლის აღებამ და დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა შეუფერხებლად და ორგანიზებულად მოხდეს ატმის მოსავლის დაბინავება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ივლისიდან რეგიონში ამოქმედდება თანადაფინანსების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო, რომელიც ყველა სახის, როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო ატამს ჩაიბარებს, რაც გლეხს პროდუქციის რეალიზაციას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები“, – განაცხადა  დავითაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები. სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გასცემენ ფიტოსანიტარიულ და წარმოშობის სერტიფიკატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები