LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რუსეთი 22 მლრდ დოლარს გამოყოფს

49

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთში ატომური ელექტროსადგურის „აკუიუს“ ასაშენებლად, რუსეთი მთლიანობაში 22 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ინფორმაცია პუტინმა რუსეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

“აკუიუს” პირველი ობიექტის მშენებლობა თურქეთში, მიმდინარე წელს დაიწყება.

ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი ააშენებს, რუსეთის მფლობელობაში იქნება და მის ექსპლუატაციასაც თავად განახორციელებს. ამის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი 2010 წელს მოეწერა.

„აკუიუს“ ელექსტროსადგური მოიცავს რეაქტორებს და 4 ენერგობლოკს. თითოეული ბლოკის სიმძლავრე 1200 მეგავატს შეადგენს. თურქეთის მხარეს იმედი აქვს, რომ ეს სადგური 2023 წელს ამოქმედდება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები