LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელი არ არის, პრეზიდენტმა “ენმ”-ის გზავნილებით გაიღვიძოს – მამუკა მდინარაძე

52

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა.

„ყველაფრისთვის აუცილებელი არ არის, გზავნილები „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსსდაემთხვეს. თუ „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები პრეზიდენტს გაღვიძებისკენმოუწოდებენ, აუცილებელი არ არის, მაინც და მაინც მათი გზავნილებით გაიღვიძოს. ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტის მესიჯბოქსი „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვეოდა და დღესაც იგივე მოხდა. როცა თანამდებობის პირი გირგვლიანის მკვლელობას სარალიძის საქმეს შეადარებს, ტენდენცია ჩანს. როცა სახელმწიფო თანამდებობის პირები მკვლელობას უკვეთავენ, ამას ხელს მთელი სისტემა აფარებს და ამაზე სტრასბურგი ისაუბრებს, ხოლო შემდეგ ამას არასრულწლოვანთა უდიდეს ტრაგედიას შეადარებ, ეს ტენდენციას ნიშნავს და „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ბოლოდროინდელ მოვლენებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს გამოეხმაურა. მან მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები