LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავალდებულებენ თუ არა კონტროლიორებს ზაფხულში თბილი ჟილეტების ჩაცმას (ვიდეო)

136

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ავტობუსის კონტროლიორს ამინდის შეუფერებლად აცვია.

თბილისში ბოლო რამდენიმე დღეა, ჰაერის ტემპრატურა 35 გრადუს ცელსიუს აღემატება, კონტროლიორებს კი სწორედ ამ სიცხეში, არასაოფისე პირობებში უწევთ მუშაობა.

სოლიდარობის ქსელის განცხადებით, ეს მდგომარეობა აუარესებს ისეაც რთულ სამუშაო გარემოს და ცხადუოფს, რომ დამსაქმებელი არ ითვალისწინებს არსებულ პირობებს და ტექნიკურ რეგლამენტს უგულებელყოფს.

“ავტობუსის კონტროლიორები ამინდისთვის სრულიად შეუფერებელი, დათბილული სპეც.ტანსაცმლით ასრულებენ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას.

რამდენიმე დღეა, თბლისში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუს ცელსიუსს აღემატება, რაც საგრძნობლად აუარესებს ისედაც რთულ სამუშაო გარემოს. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები არ ითვალისწინებენ აღნიშნულ პირობებს და უგულებელყოფენ ტექნიკურ რეგლამენტს – საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” მოვუწოდებთ დამსაქმებლებსა და შესაბამის უწყებებს, გააკონტროლონ აღნიშნული მდგომარეობა, დაიცვან დასაქმებულების უფლებები და უზრუნველყონ მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემო”, – აღნიშნულია სოლიდარობის ქსელის განცხადებაში.

“ფორტუნას” ტრანსპორტის სამსახურში განუცხადეს, რომ ამ ტანსაცმლის ტარებას თანამშრომლებს არ აიძულებენ და მათ შეუძლიათ ზაფხულისთვის განკუთვნილი მაისურებით შეასრულონ მოვალეობა.

“ნამდვილად აცვია ზოგიერთ კონტროლიორს ჟილეტი, რომელიც შემოდგომა ზამთრის სეზონისთვის გამოიყენება. ვინაიდან მათ მაისურებს არ აქვთ ჯიბეები, ჩანთის ტარებას კოტროლიორები არჩევენ ჟილეტს დათბილული ნაწილი მოხნან და ისე ატარონ, პირადი ნივთებისთვის, რადგან მათ სჭირდებათ საწერი კალამი, საბუთები და ა.შ. ჩვენ არ ვაიძულებთ, რომ აუცილებლად ასე ეცვათ”, – განაცხადეს ტრანსპორტის სამსახურში.

კომპანიაში ასევე დასძინეს, რომ შესაძლოა, მონიტორინგის ჯგუფისთვის უფრო კომფორტული და პრაქტიკული საზაფხულო მაისურები შექმნან, თუმცა ეს საკითხი, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის.

პოპულალურები