LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთი საქართველოს საგადასახადო რეფორმით დაინტერესდა

68

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში OECD EURASIA WEEK-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მუსტაფა მასტურს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ის ხარისხი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

„გარდა ამისა, ავღანურმა მხარემ გამოთქვა დიდი ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის, დიდი ყურადღება გამახვილდა საგადასახადო ადმინისტრირებისა და მმართველობით რეფორმაზე.  შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს. აღინიშნა, რომ ავღანეთის დელეგაცია თბილისს მიმდინარე წლის ნოემბერში ეწვევა, რომლის დროსაც, მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო ფორუმში Tbilisi Belt and Road forum 2017“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა მინისტრი OECD EURASIA WEEK-ის ფარგლებში, ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, აზიმ იბროჰიმსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტურიზმის სფეროში. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნებს შორის დასახვეწია ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, რომლის სრულყოფა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს, განავითარონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები