LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის საგადასახადო რეფორმა: უქმდება დღგ და მოგების გადასახადი, წესდება 2%-იანი ბრუნვის გადასახადი

144
ვოლოდიმირი

უკრაინის პრეზიდენტმა  რადიკალური საგადასახადო რეფორმა გამოაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა აუქმებს დღგ-ს და მოგების გადასახადს. მათ ნაცვლად კი წესდება ბრუნვის 2%-იანი გადასახადი, ხოლო მცირე ბიზნესისთვის გადასახადის ნებაყოფლობით გადახდის პრინციპი.

“ბიზნესის მაქსიმალური დერეგულაცია. ჩვენ ვაუქმებთ ყველა სახის შემოწმებას ყველა ბიზნესისთვის, რათა ყველაფერმა ნორმალურად იმუშაოს, რათა ცხოვრება გაგრძელდეს იქ, სადაც არ არის საომარი მოქმედებები”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში.

ამასთან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას წარუდგინა კანონპროექტი უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, ზელენსკი სთავაზობს საკანონმდებლო ორგანოს უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 30 დღის განმავლობაში.

თუ ვერხოვნა რადა მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ინიციატივას, მაშინ საომარი მოქმედება უკრაინაში, რომლის ვადაც 26 მარტის დილის 05:30 საათამდე იწურება, ერთი თვით, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.