LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში აფეთქებას 8 ბავშვი ემსხვერპლა

99

ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში, აფეთქებისას 8 ბავშვი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა.

ისინი პოლიციის შენობასთან ახლოს თამაშობდნენ, რა დროსაც შენობაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიცია შენობის დანაღმვაში თალიბანს ადანაშაულებს, რადგან გასულ კვირაში ეს ტერიტორია თალიბების კონტროლის ქვეშ მოექცა.

დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 6-დან 12 წლამდეა. ორ ბავშვს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.

თალიბანს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები