LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელი სტუდენტების საჩუქარი ნაჯახითაა დაზიანებული

174

გურჯაანში ავსტრიელი სტუდენტების საჩუქარი დიდების მემორიალზე ნაჯახითაა დაჩეხილი.

ინფორმაციას და ფოტოს ვანდალიზმის შესახებ თემურ ბუწაშვილი ავრცელებს.

2017 წელს ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და არქიტექტურული სამუშაო ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოხალისე არქიტექტორები იყვნენ ჩართულები.

ახალგაზრდებმა, რომლებიც ავსტრიის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობენ, მოამზადეს არქიტექტურული ნახაზები, დაგეგმარება და კონსტრუქციების აწყობაში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის ,,დიდების მემორიალის აღდგენითი სამუშაოები“ ფარგლებში, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ ახორციელებს, განახლდება კიბეები, სკამები, დაიდგა ტელესკოპი, განთავსდა სავაჭრო ჯიხურები.

~

2017 წელი – ავსტრიელი სტუდენტები ამ ჯიხურების აღებაში მონაწილეობდენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები