LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსის მძღოლი ზორო, რომელიც შშმ პირებს ეხმარება

179

სატრანსპორტო კომპანია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მისივე თანამშრომლის, სალომე პავლიაშვილის მიერ გაზიარებულ პოსტს, რომელსაც თან ფოტოც აქვს დართული, მასზე „ნიჭიერის“ მონაწილე, შშმ პირი, თემო არაბიძე და ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლია გამოსახული, რომლის მეტსახელიც გახლავთ ზორო.

როგორც ჩანს, სტატუსი თემო არაბიძეს ეკუთვნის, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან ხშირად მას „ინვალიდს“ უწოდებენ იმის მაგივრად, რომ სხვა ფორმით მიმართონ, მაგალითად, „ეტლით მოსარგებლე“. თემოს თქმით, ზორო მისი უბნის მძღოლია, რომელიც მას ყოველმხრივ ეხმარება და არც მიუღებელი ტერმინით მიმართავს.

სატრანსპორტო კომპანია საკუთარ მძღოლს გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები