LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა იტალიაში – დაღუპულია 12 აფრიკელი მუშა

35

ავტოსაგზაო შემთხვევა იტალიაში – დაღუპულია 12 აფრიკელი მუშა. ამის შესახებ BBC წერს. ერთმანეთს ფურგონი და სატვირთო შეეჯახა. მუშები სამუშაოდან, მინდვრებიდან, ფურგონით ბრუნდებოდნენ.

შემთხვევისას კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სატვირთოს მძღოლიც.

ამავე რეგიონში, მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევისას, ორი დღის წინ, ოთხი მიგრანტი დაიღუპა. მათთვის პატივის მისაგებად, იტალიის ფერმის მუშათა გაერთიანებამ 8 აგვისტოს ფოჯას მიმართულებით დაგეგმა მარში სახელად „წითელი ქუდები“. სწორედ წითელ ქუდებს ურიგებენ ფოჯას შემოგარენში, პომიდვრების მინდვრებში მომუშავე მუშებს.

იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ჩადის. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წელს, ევროპის ქვეყნებამდე მიღწევის მცდელობისას, ხმელთაშუა ზღვაში 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო.

2014 წლის შემდეგ, უმეტესად სუბსაჰარული აფრიკიდან იტალიის საზღვრებამდე 650 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები