LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – მოზარდს ფეხი აქვს დაზიანებული

54

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, სუპერმარკეტ „მადაგონთან” ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზაზე ქვეითად მიმავალ მოზარდს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, მოზარდს ფეხის მყესი აქვს დაზიანებული.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები