LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე – დაშავებულია 3 ადამიანი

46

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – თემქის მე-11 მიკრორაიონში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ამობრუნდა ერთ-ერთი მანქანა. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა განცხადებით, ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები