LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღები, სადაც არ არსებობს “გოგოს სათამაშო” და “ბიჭის სათამაშო” – შვედეთი სტერეოტიპების წინააღმდეგ

893

შვედეთის ბაღების  ნაწილში სათამაშოებს არ ყოფენ ტრადიციულად, სქესის შესაბამისად. თოჯინები, სასეირნო ეტლები შერეულია მანქანებსა და ხის კუბებთან, ბიონიკურ რობოტს აცვია ბალერინას ქვედაბოლო და ბარბის, რომელმაც ჭურჭელი უნდა დარეცხოს, სულაც არ აქვს სქესი – ის, უბრალოდ, ჩონჩხია.

აღნიშნულ ბაღებს ლოტა რაჯალინი მართავს, ის ამბობს, რომ ბავშვები ყველანაირი აქტივობით კავდებიან და არ კომპლექსდებიან, საკუთარი ემოციების გამოვლენისას. გოგონებს არ აქეზებენ, მკვეთრად გამოხატონ გაბრაზება, ბიჭებს კი არ მოუწოდებენ, გადაყლაპონ ცრემლები.

„ჩვენ არასოდეს ვაწებებთ ბავშვებს იარლიყებს. არ ვამბობთ „ფრიდა როგორი ლამაზია, მშვენიერი“ და „მოჰამედი ძალიან ველურია და  უხეში,“ – ამბობს რაჯალინი.

მასწავლებლები არასოდეს საუბრობენ გოგონებზე და ბიჭებზე, ისინი გადაამზადეს, რომ ისაუბრონ უბრალოდ ადამიანებზე, ბავშვებზე, მეგობრებზე…

აღზრდის ამ მეთოდმა, როგორც ჩანს, შედეგი უკვე გამოიღო. კვლევაში, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში „ბავშვების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია“, უფსალას უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომელიც მსგავს ბაღებში იზრდებიან, უფრო თამამად თამაშობენ მათთვის უცნობ საწინააღმდეგო სქესის ბავშვებთან, ნაკლებად არიან გენდერული სტერეოტიპების გავლების ქვეშ. ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ბაღების მოსწავლეებიც აჯგუფებდნენ ადამიანებს სქესის მიხედვით, თუმცა არ უჩნდებოდათ მათთან ტრადიციული ასოციაციები, რას უნდა აკეთებდეს ქალი და რას – კაცი.

„ასეთი აღზრდის შედეგად ბავშვები სქესის მიხედვით არ ყოფენ კატეგორიებად ადამიანებს, გენდერული სტერეოტიპები მათთვის უცხოა და სქესის მიხედვით არ არჩევენ მეგობრებს. ეს კი, სამომავლოდ, მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის,“ – ამბობს უფსალას უნივერსიტეტის მკვლევარი ბენ კენვარდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები