LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახ-ბახ, ყარაბახ! აზერბაიჯანიდან სამტრედიას ევროპას არავინ ანახებს

123

საქართველოს ჩემპიონმა „სამტრედიამ“ ევროსეზონის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის უძლიერეს კლუბთან „ყარაბაღთან“ 0:5 წაგებით გახსნა. საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.
რა აზრი აქვს?!

თამაში, რომელიც ბაქოში, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართა, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა.
გასაკვირია?!

შარშანდელ ევროსეზონში – უეფას ევროპალიგა – სამტრედია აზერბაიჯანის მეორე კლუბს, „გაბალას“ შეხვდა და მაშინაც დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:5 სტუმრად და 2:1 შინ.
ცუდად გადაგვეკიდნენ!

ყარაბაღი – სამტრედია 5:0
11 ივლისი, ჩემპიონთა ლიგა – პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. აზერბაიჯანი, ბაქო, ტოფიკ ბახრამოვი
გოლები: 1:0 აფრან ისმაილოვი (10, პენ), 2:0 დინო ნდლოვუ (37), 3:0 დინო ნდლოვუ (45, პენ), 4:0 დონალდ გუერიე (83), 5:0 მიჩელი (90)
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი (გიორგი ბერიაშვილი 69), თემურ მარკოზაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაკარ ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი (კაპ), გურამ სამუშია (დავით ჯიქია 64)
გაფრთხილება: გიული მანჯგალაძე, ბაკარ ბალდე, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ სამუშია

გია ცეცაძე:
“მარცხი ჩვენი ბრალია და არა მსაჯების. მსაჯობაზე საუბარი არ მიყვარს. ასეთ ანგარიშს არ ველოდი. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, თუმცა ვეცდებით, რომ კლუბის პრესტიჟი საპასუხო შეხვედრაში დავიცვათ.
აზერბაიჯანში საკლუბო ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა. გაცილებით მაღალზე, ვიდრე ჩვენთან”.

გურბან გურბანოვი:
ძალიან აგრესიულ გუნდს ვეთამაშეთ. მას შემდეგ რაც დავწინაურდით, მაინც მოგებისთვის თამაშობდნენ. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მეტოქის მიმართ. პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ხოლო ხარვეზები გვქონდა, რომელიც უნდა აღმოვფხვრათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები