LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში კოტეჯების პროექტი წელს დასრულდება

225

კომპანია ”ვილა მონტე”, რომელიც  ბაკურიანში კოტეჯებს აშენებს, ერთ კვირაში სამშენებლო სამუშაოებს განაახლებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა დიმა პაპაშვილმა განუცხადა,  კოტეჯების მშენებლობა მთლიანად დასრულებულია და ახლა გარშემო ეზოს კეთილმოწყობა დაიწყება.

”ზამთარში მშენებლობა დროებით შევაჩერეთ. ახლა კი კოტეჟების გარშემო ინფრაქტრუქტურას მოვაწყობთ. გავაკეთებთ: გზებს, სათამაშო მოედნებს, ასევე ავაშენებთ მაღაზიას და გარემოს გავამწვანებთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ კოტეჯების მიმდებარედ არსებული ძველი და დანგრეული შენობები დავანგრიოთ და გარემო გავალამაზოთ”, – განაცხადა პაპაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაძლოა კომპანიამ სასტუმროს მშენებლობაც დაიწყოს.

რაც შეეხება კოტეჯების პროექტში განხორციელებულ ჯამურ ინვესტიციას, თანხა 2 მილიონ დოლარს აღემატება.  თითო კოტეჯი 4 სართულიანია და მასში 19-20 ბინაა განთავსებული. ”სულ ასეთი 11 კოტეჯი გვაქვს, ანუ გამოდის 200 ბინა. აქედან 80 ბინა უკვე გაყიდულია”, – განმარტა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

დიმა პაპაშვილის თქმით, ”ვილა მონტემ” ბაკურიანში კოტეჯების მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები